რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსული მხარის ინფორმაციით, როსტოვის ოლქში სამი კამიკაძე დრონი ჩამოაგდეს

 Shahed-136-ის ტიპის დრონების ნარჩენები ხარკოვში, 2022 წლის 6 ოქტომბერი.
 STRINGER / REUTERS

რუსული მხარის ინფორმაციით,როსტოვის ოლქის თავზე სამი დრონი ჩამოაგდეს, რომელთაგანაც ორი სამხედრო დანაყოფის შენობას დაეცა.

"დღეს დილით ადრე, ჩვენს ოლქს კამიკაძე დრონებით დაესხხნენ თავს. დრონები ელექტრონული საომარი სისტემების მიერ წარმატებულად განეიტრალდა. საჰაერო თავდაცვა არ იყო გამოყენებული სამიზნის მცირე ზომის გამო." - წერს როსტოვის ოლქის გუბერნატორი.

ორი დრონი კამიანსკის სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, მესამე კი ნოვოშახტინსკის ჩრდილოეთით ერთი კილომეტრის მანძილზე დაეცა.

რუსული მხარე ნგრევისა და დაშავებულების შესახებ არ იტყობინება.

"რუსულმა აგრესიამ ამოწურა თავი ბრძოლის ველზე. დღეს არის ე.წ. "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" 522-ე დღე, რომელზეც რუსეთის ხელმძღვანელობას ეგონა, რომ ერთი-ორი კვირა გაგრძელდებოდა.

უკრაინა ძლიერდება. თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას, მის სიმბოლურ ცენტრებსა და სამხედრო ბაზებს. და ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია." - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

რა ვიცით ამ დროისთვის უკრაინის საზაფხულო კონტრშეტევის შესახებ? 

კომენტარები