დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი

დონალდ ტრამპი ფულტონის ოლქის ციხეში ნებაყოფლობით გამოცხადდება

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ფულტონის ოლქის ციხეში ნებაყოფლობით გამოცხადდება. სავარაუდოდ, ტრამპი იმ 18 მოკავშირესთან ერთად გამოცხადდება, რომლებსაც ჯორჯიაში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის გამო ბრალი წარუდგინეს. 

ფულტონის ოლქის პროკურორის, ფანი უელისის დაწესებული ვადების მიხედვით, ტრამპს ნებაყოფლობით საპატიმროში გამოცხადება 25 აგვისტომდე შეუძლია. ABC News-ის ცნობით, ამ დრომდე ტრამპის ადვოკატები საოლქო პროკურატურასთან გამართავენ მოლაპარაკებას გირაოს შეტანის შესახებ. თუ სასამართლო არ მიიღებს გირაოზე შეთანხმებას, ტრამპი ციხეში დარჩება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებულებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ, რომ ჩაბარდნენ. "ციხე ღიაა 24/7. ასევე, ამ საქმის უპრეცედენტო ბუნების გამო, ზოგიერთი გარემოება შეიძლება შეიცვალოს მცირე გაფრთხილებით". 

ფულტონის ოლქში ბრალდებულთა უმეტესობა, როგორც წესი, ფულტონის ოლქის ციხეში დაიკავებენ ადგილს. ფულტონის ოლქის შერიფმა პეტ ლაბატმა ადრე თქვა, რომ სურს ტრამპის საარჩევნო დივერსიის საქმეში ბრალდებულებს ისე მოექცეს, როგორც ნებისმიერ სხვა ბრალდებულს.

”თუ ვინმე სხვაგვარად არ მეტყვის, ჩვენ მივყვებით ნორმალურ პრაქტიკას. არ აქვს მნიშვნელობა შენს სტატუსს, ჩვენ მზად გვექნება გადავიღოთ ფოტოები". - თქვა ლაბატმა.

ჯორჯიის შტატის ფულტონის ოლქის პროკურორმა დონალდ ტრამპს და მის 18 მოკავშირეს  2020 წელს ჯორჯიის შტატში არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის სისხლის სამართლის ბრალდება წარუდგინეს. ბრალდებულებს შორისაა ტრამპის თეთრი სახლის ყოფილი შტაბის უფროსი, მარკ მიდოუსი და ყოფილი ადვოკატები რუდი ჯულიანი და ჯონ ისტმანი.

კომენტარები