აშშ-იაპონია-სამხრეთ კორეა

19 აგვისტოს ჯო ბაიდენი კემპ დევიდში სამხრეთ კორეისა და იაპონიის ლიდერებს უმასპინძლებს

Alex Brandon/AP/picture alliance

19 აგვისტოს ჯო ბაიდენსა და იაპონიისა და სამხრეთ კორეის ლიდერებს შორის შეხვედრა კემპ დევიდში, აშშ-ს საპრეზიდენტო რეზიდენციაში გაიმართება. იაპონიის პრემიერმინისტრი ფუმიო კიშიდა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იონ სუკ ეოლი მერილენდის შტატში, კემპ დევიდშ იმყოფებიან. 

აშშ იაპონიასა და სამხრეთ კორეასთან უსაფრთხოების თანამშრომლობის გაძლიერებას გეგმავს. შეხვედრის პარალელურად, აზიის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარე საფრთხეა. ჩრდილოეთ კორეიდან გასროლილი რაკეტები ხშირად იაპონიის ზღვაში ვარდება.

2023 წლის ივლისში რუსეთისა და ჩინეთის წარმომადგენლები ფხენიანში სამხედრო აღლუმს დაესწრნენ, რომელიც კორეის ომის დასრულების 70 წლისთავს ეძღვნებოდა. ფხენიანში სამხედრო აღლუმზე ბირთვული რაკეტები და დრონები იყო წარმოდგენილი.

ჯო ბაიდენის თქმით, აშშ-ს, იაპონიისა და სამხრეთ კორეის გაძლიერებული სამხედრო თანამშრომლობა ისაა, რასაც ჩინეთი იმედოვნებდა, რომ არასდროს მოხდებოდა.

კომენტარები