ევროკომისია

ევროკომისია: რუსეთისა და ბელარუსის ნაცვლად, €135 მილიონი უკრაინასა და მოლდოვას გადაეცემა

www.tscnet.eu

ევროკომისიის გადაწყვეტილებით, რუსეთსა და ბელარუსთან თანამშრომლობისთვის განკუთვნილი €135 მილიონი უკრაინასა და მოლდოვას გადაეცემა

ერთიანობისა და რეფორმების საკითხებში კომისარის, ელისა ფერეირას თქმით, რუსეთთან და ბელარუსთან თავდაპირველად გათვალისწინებული თანამშრომლობის გაუქმების გადაწყვეტილება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკი ომის შედეგია. 

"მოხარული ვარ, რომ თანხები, რომლებიც თავდაპირველად ამ თანამშრომლობისთვის გვქონდა დაგეგმილი, ახლა ევროკავშირის პროგრამების ფარგლებში, უკრაინასა და მოლდოვას მოხმარდება. ეს ევროკავშირის რეგიონებს, ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებსა და უკრაინელ და მოლდოველ პარტნიორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს ".- ამბობს ფერეირა.

კონკრეტულად, დაფინანსებას ისეთი აქტივობებისთვის გამოიყენებენ, როგორებიცაა სოლიდარობის ხაზებისა და ტრანსსასაზღვრო სატრანსპორტო კავშირების განვითარება, ჯანდაცვის სერვისების, საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების, სოციალური ინკლუზიის სქემების, ასევე უკრაინისა და მოლდოვის საჯარო ხელისუფლების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება.

ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტში ევროკომისიამ რუსეთთან და მის მოკავშირე ბელარუსთან თანამშრომლობის პროგრამები შეაჩერა და მათთვის განკუთვნილი €26 მილიონი უკრაინასა და მოლდოვას გადასცა. 2023 წლის 16 აგვისტოს გამოცხადებული გადაწყვეტილებით, 2021-2027 წლებისათვის გაწერილი თანხაც იმავე წესით გადანაწილდება.

კომენტარები