აშშ-რუსეთი

FBI–ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა სანქცირებულ რუს ოლიგარქთან თანამშრომლობის ბრალი აღიარა

ჩარლზ მაკონიგალი
Mike Segar/Reuters/File

15 აგვისტოს, FBI-ის ნიუ-იორკის საველე ოფისის კონტრდაზვერვის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ჩარლზ მაკონიგალმა 2021 წელს სანქცირებულ რუს ოლიგარქთან თაღლითურ სქემაში მონაწილეობის დანაშაული აღიარა. ის FBI-ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის აგენტია, რომლისთვისაც ოდესმე სისხლის სამართლის ბრალი წარუდგენიათ. კერძოდ, მაკგონიგალს საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილების აქტის (IEEPA) დარღვევასა და ფულის გათეთრებაში ედებოდა ბრალი. 

FBI-ს ყოფილი თანამდებობის პირი იანვარში დააკავეს და ბრალი სანქცირებულ რუს ოლიგარქ ოლეგ დერიპასკასთან თანამშრომლობისა და თანამდებობაზე ყოფნისას ალბანეთის სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი თანამშრომლისგან მიღებული ასობით ათასი დოლარის გადამალვისთვის წაუყენეს. მაკონიგალმა მათგან პირველ პუნქტში აღიარა დანაშაული, რისთვისაც მას ახლა მაქსიმუმ ხუთწლიანი პატიმრობა ემუქრება. 

"მე მეორე მხარეს შევუთანხდი, შემეგროვებინა დამამცირებელი ინფორმაცია რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ პოტანინის, შესახებ, რომელიც ოლეგ დერიპასკას ბიზნესკონკურენტი იყო. ვიცოდი, რომ დერიპასკა აშშ-ს მთავრობამ სანქციების სიაში შეიყვანა... მე მესმოდა, რომ სამუშაო, რომელიც მე შევასრულე, გარკვეულ სარგებელს მოუტანდა დერიპასკას და რომ აშშ-ს კანონმდებლობით, მე დერიპასკასთვის რაიმე სახის მომსახურება არ უნდა გამეწია". - თქვა მან სასამართლოზე.

აღიარებას მაკგონიგალმა დაამატა, რომ თავის ქმედებებს "ძალიან ნანობს".

კომენტარები