რუსეთი

რუსეთის სასაზღვრო რეგიონებზე თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

Эхо Кавказа

ბელგოროდის ოლქში დაბომბვის შედეგად ორი ადგილობრივი მცხოვრები დაიჭრა. ბრიანსკის ხელმძღვანელის თქმით კი, უკრაინული დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფის რეგიონში შეღწევის მცდელობა აღკვეთეს. 

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, სოფელ ნოვაია ტავოლჟანკაში, კერძო სახლის გვერდით, სადაც სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობდა, სამი საარტილერიო ნაღმი აფეთქდა. მისივე ცნობით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამასთან, გლადკოვმა დაბომბვაში უკრაინის არმია დაადანაშაულა.

დღეს, 15 აგვისტოს ნოვაია ტავოლჟანკას მაცხოვრებლებმა შესაბამის უწყებებს უსაფრთხო ადგილას გადაყვანის თხოვნით მიმართეს. 

ბრაიანსკის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრე ბოგომაზმა აღნიშნა, რომ უკრაინული დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფის ქმედებების შეჩერებისას მსხვერპლი არ ყოფილა, თუმცა, "სოფლის მეურნეობის საწარმოს ერთი ცხოველი" მოკვდა, ასევე დაზიანდა საწარმოო ობიექტები და ავტომობილი.

კიევს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარები