მეწყრული პროცესები

მეწყრული პროცესების გამო მუხურიდან ტობავარჩხილის ტბამდე მოძრაობა დროებით შეწყვეტილია

Georgian Travel Guide 

სამეგრელო - ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის განცხადებით, სოფელი მუხურიდან ტობავარჩხილის ტბის მიმართულებით გზაზე მეწყრული პროცესები მიმდინარეობს, რის გამოც ავტოსატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

უწყების ცნობით, მოკვლევის შემდეგ შესაბამისი ღონისძიებები გატარდება.

"სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიმართვის საფუძველზე ადგილზე იმყოფებოდნენ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, ველოდებით შესაბამის დასკვნას, რის შემდეგაც გატარდება რეკომენდაციით გათვალისწინებული ღონისძიებები". - წერია განცხადებაში.

კომენტარები