აშშ-პერუ

პერუ აშშ–სთან ნარკოფრენების შეჩერების მიზნით საჰაერო უსაფრთხოების შეთანხმებას აანონსებს

Carlos Garcia Granthon/ZUMA Press Wire/Shutterstock

12 აგვისტოს პერუმ შეერთებულ შტატებთან საჰაერო უსაფრთხოების შეთანხმება დაანონსა, რომელიც პერუს საჰაერო სივრცეში ნარკობანდების კუთვნილებაში არსებული თვითმფრინავების შეჭრის შეჩერებას ისახავს მიზნად.

პერუს მთავრობის თქმით, შეთანხმება აშშ-სთან 20 წლის წინანდელ უსაფრთხოების ორმხრივ თანამშრომლობის პაქტს აღადგენს. შეთანხმების ფარგლებში პერუს საჰაერო ძალების გაუმჯობესება, 20-მდე ვერტმფრენისა და სარადარო აღჭურვილობის განახლება და აშშ-სთან "ინტენსიური თანამშრომლობა" იგეგმება.

პერუს თავდაცვის მინისტრის, ხორხე ჩავესის თქმით, საჰაერო სივრცის შეზღუდვის მცდელობები არალეტალური საშუალებებით განხორციელდება .

ქვეყნებს შორის საჰაერო უსაფრთხოების აქამდე არსებული შეთანხმება ორი ათწლეულის წინ შეჩერდა, მას შემდეგ, რაც პერუს საჰაერო ძალებმა არასწორად იდენტიფიცირებული თვითმფრინავი ჩამოაგდო. შედეგად აშშ-ის ორი მოქალაქე დაიღუპა.

კომენტარები