ლიზო

ლიზოს ტოქსიკური სამუშაო გარემოს შექმნაში კიდევ 6 ადამიანი ადანაშაულებს

ლიზოს ტოქსიკური გარემოს შექმნაში კიდევ 6 ადამიანი ადანაშაულებს. ინფორმაციას ბრალმდებელი მხარის ადვოკატი რონ ზამბრანო ავრცელებს.

პირველად ლიზო ტოქსიკური გარემოს შექმნაში, სექსუალურ ძალადობაში და ბოდიშეიმინგში(გარეგნობის საფუძველზე შეურაცხყოფა) ყოფილმა მოცეკვავეებმა, ნოელ როდრიგესმა, კრისტალ უილიამსმა და არიანა დევისმა დაადანაშაულეს. 

"ნოელიმ, კრისტალმა და არიანამ პირველებმა ილაპარაკეს თავისი დამსაქმებლის შესახებ. მსგავსი გამოცდილება კიდევ 6 ადამიანს ჰქონდა და საბედნიეროდ მათაც აიმაღლეს ხმა". – ამბობს ზამბრანო.


მელისა ვივიენ ჯეფერსონს, იგივე ლიზოს, სამი ყოფილი მოცეკვავე სექსუალურ ძალადობაში, მტრულ სამუშაო გარემოში და ბოდიშეიმინგში ადანაშაულებენ.

მოცეკვავეებმა არიანა დევისმა, კრისტალ უილიამსმა და ნოელ როდრიგესმა ჯეფერსონის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ინფორმაციას მოცეკვავეების ადვოკატი რონ ზამბრანო ავრცელებს, მისი თქმით, სექსუალური შევიწროების, ბოდიშეიმინგისა და რელიგიურ ნიადაგზე შევიწროების შემთხვევები 2021-2023 წლებში ხდებოდა.

დევისის თქმით ლიზო და მისი ქორეოგრაფი გარეგნობისა და ზედმეტი წონის გამო აკრიტიკებდნენ. 

სამივე მოცეკვავის თქმით ლიზო კონცერტების შემდეგ წვეულებებზე წასვლას აძალებდა, უარის თქმის შემთხვევაში მოცეკვავე კარგავდა დამქირავებლის კეთილგანწყობას. საჩივარში აღწერილია შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი წვეულების დროს მომღერალმა თავის დაქვემდებარებულებს დააძალა შეხებოდნენ სტრიპტიზ კლუბის შიშველ თანამშრომლებს. 

ასევე მოცეკვავეების თქმით ლიზო არღვევდა მათ პირად სივრცეს და ხელით ეხებოდა სხეულზე.

ლიზო არაპროფესიონალიზმსა, ტყუილში და ტოქსიკურობაში ასევე ოსკარის ნომინანტმა რეჟისორმა სოფია ნალი ალისონმა დაადანაშაულა.

მომღერალმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით ბრალდებები უარყო.

კომენტარები