ლიზო

"ბოროტმოქმედი არ ვარ" – ლიზო ყველა ბრალდებას უარყოფს

ლიზომ ბრალდებებს უპასუხა. პოპ მომღერალს ყოფილი მოცეკვავეები სექსუალურ შევიწროებაში, ბოდიშეიმინგსა და სამუშაო ადგილას მტრული განწყობის შექმნაში ადანაშაულებენ.

"ბოლო რამდენიმე დღე ძალიან რთული გამოდგა, იმედგაცრუებული ვარ. კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ჩემი სამუშაო ეთიკა, მორალი და სხვებისადმი პატივისცემის უნარი. 

როგორც წესი ცრუ ბრალდებებზე პასუხის გაცემას არ ვარ მიჩვეული, მაგრამ ეს ბრალდებები უბრალოდ დაუჯერებელია. ამ ისტორიების ავტორები ყოფილი თანამშრომლები არიან, რომელთა ქცევა მიუღებელი და არაპროფესიონალური იყო.

მე არტისტი ვარ და საქმეს ვნებით ვეკიდები. ვნებას მოყვება დიდი შრომა და მაღალი სტანდარტები. ზოგჯერ მიწევს რთული გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ ჩემი მიზანი არ არის ვინმეს თავი არაკომფორტულად ვაგრძნობინო.

თავს მსხვერპლად არ მივიჩნევ, მაგრამ არც ბოროტმოქმედი ვარ, რომლადაც ბრალმდებლებმა და მედია შემრაცხა". – ამბობს მომღერალი.

ყოფილმა მოცეკვავეებმა ლიზოს განცხადებას იმედგამაცრუებელი და უგულო უწოდეს.


მელისა ვივიენ ჯეფერსონს, იგივე ლიზოს, სამი ყოფილი მოცეკვავე სექსუალურ ძალადობაში, მტრულ სამუშაო გარემოში და ბოდიშეიმინგში(გარეგნობის საფუძველზე შეურაცხყოფა) ადანაშაულებენ.

მოცეკვავეებმა არიანა დევისმა, კრისტალ უილიამსმა და ნოელ როდრიგესმა ჯეფერსონის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ინფორმაციას მოცეკვავეების ადვოკატი რონ ზამბრანო ავრცელებს, მისი თქმით, სექსუალური შევიწროების, ბოდიშეიმინგისა და რელიგიურ ნიადაგზე შევიწროების შემთხვევები 2021-2023 წლებში ხდებოდა.

დევისის თქმით ლიზო და მისი ქორეოგრაფი გარეგნობისა და ზედმეტი წონის გამო აკრიტიკებდნენ. 

სამივე მოცეკვავის თქმით ლიზო კონცერტების შემდეგ წვეულებებზე წასვლას აძალებდა, უარის თქმის შემთხვევაში მოცეკვავე კარგავდა დამქირავებლის კეთილგანწყობას. საჩივარში აღწერილია შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი წვეულების დროს მომღერალმა თავის დაქვემდებარებულებს დააძალა შეხებოდნენ სტრიპტიზ კლუბის შიშველ თანამშრომლებს. 

ასევე მოცეკვავეების თქმით ლიზო არღვევდა მათ პირად სივრცეს და ხელით ეხებოდა სხეულზე.

ლიზო არაპროფესიონალიზმსა, ტყუილში და ტოქსიკურობაში ასევე ოსკარის ნომინანტმა რეჟისორმა სოფია ნალი ალისონმა დაადანაშაულა.

კომენტარები