ლიზო

რეჟისორი სოფია ნალი ალისონი ლიზოს შესახებ: მჩაგვრელი, ნარცისი და მატყუარაა

ოსკარის ნომინანტმა რეჟისორმა სოფია ნალი ალისონმა მომღერალ ლიზოს შესახებ ილარაკა. ალისონი ლიზოს შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღებას გეგმავდა, მაგრამ მუსიკოსთან ხანმოკლე ურთიერთობის შემდეგ პროექტზე უარი თქვა.

"ლიზო გადასაღებ მოედანზე უკიდურესად ტოქსიკურ და მტრულ სამუშაო გარემოს ქმნის. პატივს არ სცემს სხვა შავკანიანი ქალების შრომას და ავტორიტეტს (ალბათ შეამჩნიეთ რომ მის შესახებ დოკუმენტური ფილმი საბოლოოდ თეთრმა კაცმა გადაიღო). ნარცისი მჩაგვრელია და საკუთარი კარიერა ტყუილზეა აშენებული". – წერს სოციალურ ქსელში ალისონი.

სოფია ნალი ალისონი ამერიკელი დოკუმენტალისტია, რომელმაც 2019 წელს ოსკარის ნომინაცია ფილმისთვის A Love Song for Latasha მიიღო.


მელისა ვივიენ ჯეფერსონს, იგივე ლიზოს, სამი ყოფილი მოცეკვავე სექსუალურ ძალადობაში, მტრულ სამუშაო გარემოში და ბოდიშეიმინგში(გარეგნობის საფუძველზე შეურაცხყოფა) ადანაშაულებენ.

მოცეკვავეებმა არიანა დევისმა, კრისტალ უილიამსმა და ნოელ როდრიგესმა ჯეფერსონის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ინფორმაციას მოცეკვავეების ადვოკატი რონ ზამბრანო ავრცელებს, მისი თქმით, სექსუალური შევიწროების, ბოდიშეიმინგისა და რელიგიურ ნიადაგზე შევიწროების შემთხვევები 2021-2023 წლებში ხდებოდა.

დევისის თქმით ლიზო და მისი ქორეოგრაფი გარეგნობისა და ზედმეტი წონის გამო აკრიტიკებდნენ. 

სამივე მოცეკვავის თქმით ლიზო კონცერტების შემდეგ წვეულებებზე წასვლას აძალებდა, უარის თქმის შემთხვევაში მოცეკვავე კარგავდა დამქირავებლის კეთილგანწყობას. საჩივარში აღწერილია შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი წვეულების დროს მომღერალმა თავის დაქვემდებარებულებს დააძალა შეხებოდნენ სტრიპტიზ კლუბის შიშველ თანამშრომლებს. 

ასევე მოცეკვავეების თქმით ლიზო არღვევდა მათ პირად სივრცეს და ხელით ეხებოდა სხეულზე.

თავად მომღერალს ამ ეტაპზე კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარები