ოკუპირებული აფხაზეთი

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი მოსკოვში ვიზიტისას შეუძლოდ გახდა, ის ჰოსპიტალიზებულია

ასლან ბჟანია

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია მოსკოვში სამუშაო ვიზიტის დროს შეუძლოთ გახდა და მოხდა მისი მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაყვანა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პრესა ავრცელებს. 

არსებული ინფორმაციით, ბჟანიას თირმკელკენჭოვანი დაავადება აწუხებს და ამჟამად მას სამედიცინო შემოწმება უტარდება. განცხადების მიხედვით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები