რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანია უკრაინას დამატებით Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
Ukrainian Presidential Press Office/AP

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, გერმანია და უკრაინა დამატებითი Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებაზე შეთანხმდნენ.

"დღეს ჩვენ გვაქვს კარგი ამბავი გერმანიიდან - ზუსტად ის, რაზეც შევთანხმდით ოლაფ შოლცთან. არსებობს დამატებითი Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები. დიდი მადლობა, ოლაფ, ამისათვის - აუცილებელია ჩვენი ხალხის დაცვა რუსული ტერორისგან. მადლობას ვუხდი გერმანიას და პირადად ბატონ კანცლერს ამ შეთანხმების შესრულებისთვის - ეს აუცილებლად გადაარჩენს ათასობით ადამიანის სიცოცხლეს. ეს აუცილებლად დაგვაახლოებს უკრაინისთვის სრულფასოვანი საჰაერო ფარის შექმნასთან. ეს დაეხმარება ხალხს, ქალაქებსა და სოფლებს". - თქვა ზელენსკიმ.

კომენტარები