წყალმომარაგების შეზღუდვა

წყნეთს, წავკისს, შინდისს, კოჯორს, კიკეთს, ბეთანიას წყალმომარაგება 30 საათით შეუწყდება

ხვალ, 10 აგვისტოს, წყნეთს, სოფელ ახალდაბას, დაბა წავკისს, შინდისს, კოჯორს, კიკეთს, ბეთანიას, კვესეთს, ტაბახმელას, სამადლოს და დიდებას წყალმომარაგება 30 საათით შეუწყდება. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მიზეზად უნივერსიტეტის ქუჩის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთების ბოლო სამუშაოებს ასახელებს.

გადაერთებითი სამუშაოები ხვალ, 10 აგვისტოს დილის 11:00 საათზე დაიწყება და 11 აგვისტოს 17:00 საათზე დასრულდება. სწორედ ამ პერიოდში შეუწყდება წყალმომარაგება ზემოთჩამოთვლილ დასახლებებს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის" - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები