ამინდის პროგნოზი

გარემოს სააგენტო: მოსალოდნელია თბური ტალღა, შესაძლოა, ტემპერატურამ 41 გრადუსამდე მოიმატოს

INFO POSTALIONI

"მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება (თბური ტალღა)" - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს და აღნიშნავს, რომ "ცალკეულ დღეებში, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 37, 39 გრადუსს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი - 39, 41 გრადუსს მიაღწიოს.

"ქვეყნის მთიან რაიონებში დღის მაქსიმალური ტემპერატურა 33, 38 გრადუსამდე, მაღალმთაში 28, 33 გრადუსამდე მოიმატებს. მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურები სითბური სტრესის, ტყის ხანძრებისა და მყინვარების დნობასთან დაკავშირებული პროცესების გააქტიურების ხელმშემწყობ პირობებს წარმოადგენს" - აცხადებს სააგენტო.

კომენტარები