უკრაინული არმიის შეტევა ბახმუტის მიმართულებით გრძელდება. ინფორმაციას უკრაინის პოზიციების შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის პრესსპიკერი - სერჰი ჩერევატი ავრცელებს. მისი თქმით, რუსული ძალები განაგრძობენ წინააღმდეგობას და იყენებენ ყველა ტიპის არტილერიას.
შეტაკებებს ბოლო დღეებში 65 რუსი ოკუპანტი ემსხვერპლა, 3 მებრძოლი უკრაინულმა მხარემ აიყვანა ტყვედ, ხოლო 120 დაიჭრა. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, ბახმუტთან შეტაკებებში განადგურდა რუსული კომუნიკაციების ჰაბი.





