სტიქია რაჭაში

შოვში კიდევ 1 ადამიანის ცხედარი იპოვეს – დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა

ზურაბ ცერცვაძე/ტაბულა

რაჭაში, შოვის სტიქიის ზონაში კიდევ 1 ადამიანის ცხედარი იპოვეს – დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დადუასტურეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, შოვში, სტიქიის ზონაში აღმოჩენილი ცხედრებიდან იდენტიფიცირებული მხოლოდ 7-ია.

სტიქიის ზონაში სამაშველო-სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ბოლო მონაცემებით, ეძებენ 25-მდე ადამიანს – მათ, ვისთანაც დაკავშირება ვერ ხერხდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილიდან ვერტმფრენით 200-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს.

რაჭაში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა

კომენტარები