სტიქია რაჭაში

შოვში კიდევ 1 ადამიანის ცხედარი იპოვეს – დაღუპულთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა

შსს

რაჭაში, შოვში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. სტიქიისას დაღუპულთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

5 აგვისტოს დილის მონაცემებით, ნაპოვნი ცხედრებიდან იდენტიფიცირებული იყო 6 - მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლების განცხადებით, ცხედრები დაზიანებულია, ამოცნობისთვის ჩატარდება დნმ-ის ანალიზი. 

ადგილზე სამაშველო-სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ბოლო მონაცემებით, ეძებენ 25-მდე ადამიანს - მათ, ვისთანაც დაკავშირება ვერ ხერხდება. ადგილიდან ვერტმფრენით გამოიყვანეს ყველა მოქალაქე, რომელიც სტიქიის ეპიცენტრიდან უსაფრთხო ადგილას იყო გადაყვანილი.

სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა.  

კომენტარები