რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ყირიმის ხიდთან ძლიერი აფეთქებების ხმები ისმის

ყირიმის ხიდთან აფეთქებებია
ფოტო სოციალური ქსელიდან

ყირიმის ხიდთან აფეთქებების ხმები ისმის. გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, უკრაინელები ხიდს საზღვაო დრონებით უტევენ.

ადგილობრივების თქმით, ძლიერი აფეთქების ხმა იაკოვენკოვოს დასახლების მახლობლად გაიგეს და სავარაუდოდ ის ყირიმის ხიდთან მოხდა. მეორე და მესამე აფეთქების ხმაც მალევე გაისმა.

Telegram არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხიდზე უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მოძრაობა შეჩერებულია, განათება კი გათიშულია.

კომენტარები