შოვში, სტიქიის ზონიდან დამატებით 80-ზე მეტი მოქალაქე გამოიყვანეს. გამთენიისას ადგილზე მუშაობა განაახლა სამაშველო ვერტმფრენმა.
გუშინ, 3 აგვისტოს, ადგილიდან 70-ზე მეტი ადამიანის გამოყვანა მოხერხდა. ინფრასტრუქტურის მინისტრმა თქვა, რომ 152 ადამიანი მაშველებთან ერთად უსაფრთხო ადგილას იმყოფებოდა. მათი ევაკუაცია დღეს, 4 აგვისტოს დაიწყო.
ბოლოს განახლებული მონაცემებით, დაკავშირება ვერ ხერხდება 44 ადამიანთან - ინფორმაცია ვრცელდებოდა 50 პირზე, თუმცა გვიან ღამით მინისტრმა თქვა, რომ 6 მოქალაქესთან კონტაქტზე გავიდნენ.
სამაშველო-სამძებრო სამუშაოები გრძელდება - დაკარგულ მოქალაქეებს, მაშველებთან ერთად, ეძებენ მოხალისეები, ასევე, მათი ახლობლები და ნათესავები.
შოვში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებრად მეწყერის შედეგად მიწის მასა, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა. ონის მუნიციპალიტეტის მერის, სერგო ხიდეშელის თქმით, შოვში მიწისა და წყლის ძალიან დიდი მასა ჩამოიშალა. ხიდიშელი ამბობს, რომ მეწყერმა ის ხიდი წაიღო, რითიც მოქალაქეები ამ ტერიტორიაზე გადადიოდნენ.
ბოლო მონაცემებით, მაშველებმა ადგილზე იპპვეს 2 ადამიანის ცხედარი.





