რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპირებულ ყირიმში რუსულ საჰაერო ბაზასთან აფეთქება მოხდა – მედია

THE CRIMEA TIME / TELEGRAM

ოკუპირებულ ყირიმში, სოფელ გვარდიისკესთან, სადაც რუსეთის საჰაერო ავიაბაზაა განთავსებული, აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლება ანონიმურ ტელეგრამ-არხებზე დაყრდნობით ავრცელებს

ამავე ინფორმაციით, აეროდრომი ექვემდებარება რუსეთის ფედერაციის საჰაერო და კოსმოსურ ძალებს. ამასთან, რადიო თავისუფლება იუწყება, რომ ამავე ტერიტორიაზე რუსეთის საჰაერო ძალების 37-ე შერეული საავიაციო პოლკია განთავსებული.

საოკუპაციო ხელისუფლებას მომხდარზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. 

გარდა ამისა, დილით ოკუპანტებმა ყირიმის ხიდი გადაკეტეს. თუმცა, ამ დროისთვის ცნობილია, რომ ხიდზე  მოძრაობა აღდგენილია.

კომენტარები