კრიმინალი

18 წლით პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც ხელვაჩაურში რძალი მოკლა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და კაცს, რომელმაც ხელვაჩაურში რძალი მოკლა, 18 წლით პატიმრობა მიესაჯა.

შემთხვევა 2022 წლის 11 დეკემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს ბრალდებულმა სანადირო თოფიდან გასროლით რძალს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ქალი ადგილზე დაიღუპა. 

კაცს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა,109 -ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა. 

კომენტარები