რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს – ზელენსკიმ კანონს ხელი მოაწერა

Politico

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 29 ივლისს ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც შობის დღესასწაულის ოფიციალური თარიღი 7 იანვრიდან 25 დეკემბერს გადმოიწევს.

კანონის განმარტებით შენიშვნაში ნათქვამია, რომ ცვლილების მიზანი "რუსული მემკვიდრეობის მიტოვებაა." რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია შობას 7 იანვარს აღნიშნავს. 

2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ რუსეთის ეკლესიისგან სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კრება არ დაეთანხმა ომის შესახებ რუსეთის პატრიარქ კირილის პოზიციას და შეიტანა ცვლილებები უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წესდებაში.

"კრება გმობს ომს, როგორც ღვთის მცნების – "არა კაც კლა!" – დარღვევას და თანაუგრძნობს ყველას, ვინც ომში დაზარალდა". – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ეკლესიამ უკრაინისა და რუსეთის ხელისუფლებებს ომის შეჩერებისთვის მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ მოუწოდა.

კომენტარები