ავტოსაგზაო შემთხვევა

პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც გლდანში ქვეითად მოსიარულეს მანქანით დაეჯახა

Tabula

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა პირი, რომელიც დღეს, 29 ივლისს გლდანში ქვეითად მოსიარულეს მანქანით დაეჯახა. დაშავებული შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები