ავტოსაგზაო შემთხვევა

გლდანში ქვეითად მოსიარულეს მანქანა დაეჯახა – ის ადგილზე დაიღუპა

Tabula

გლდანში ქვეითად მოსიარულე ქალს მანქანა დაეჯახა. მოქალაქე ადგილზე დაიღუპა.

სოციალურ ქსელში მოქალაქე წერს, რომ მანქანა შემდეგ გაზის მილებს შეეჯახა. 

"გლდანში ზედა კარფურთან ქალს დაეჯახა მანქანა და დაიღუპა ადგილზე, მერე გაზის მილებში შევარდა ეს მანქანა და გაზი ჟონავს ახლა. საშინელება". - ვკითხულობთ პოსტში.

ტაბულა მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა - უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.   

განახლება - შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

კომენტარები