რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა დრონების წარმოებაში ინვესტიციებს ზრდის – შმიგალი

უკრაინელი სამხედროები ბახმუტთან რუსების პოზიციების მიმართულებით დრონს უშვებენ. უკრაინა, დონეცკის ოლქი, 2022 წლის 15 დეკემბერი.
AP Photo/LIBKOS

უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ომისთვის უპილოტო დრონების წარმოებისთვის მთავრობამ 40-ზე მეტ უკრაინულ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება. შმიგალის თქმით, უკრაინის მთავრობამ 2023 წელს უკრაინულ დრონებში ინვესტირებისთვის დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი გამოყო.

ამის შესახებ შმიგალმა "დრონების არმიის" პროექტის ფორუმზე ისაუბრა, სადაც მწარმოებლები შეიკრიბნენ და პროექტის ერთი წლისთავი აღინიშნა. მისი თქმით, პროექტის დაწყების შემდეგ, დრონების წარმოება უკრაინაში ათჯერ გაიზარდა.

უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა ფორუმზე დაახლოებით 1 700 უპილოტო საფრენი აპარატი წარადგინა, რომლებიც ფრონტის ხაზზე იგზავნება.

პროგრამით ამ დრომდე 10 000 ოპერატორი მომზადდა და მომავალში კიდევ 10 000 ტრენინგია დაგეგმილი.

კომენტარები