რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ევროკავშირის ელჩები ბელარუსის წინააღმდეგ დამატებით სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ

Shutterstock

ევროკავშირის ლიდერები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ჩართულობის გამო ბელარუსის წინააღმდეგ დამატებით სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ.

"დღეს ევროკავშირის ელჩები ბელარუსში შექმნილი სიტუაციისა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ქვეყნის ჩართულობის გამო დამატებით ზომების მიღებაზე შეთანხმდნენ.

ზომები მოიცავს ფიზიკურ პირთა და სუბიექტების სიას". - ნათქვამია ევროკავშირის ესპანეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში.

CNN წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ელჩები დამატებით სანქციებზე შეთანხმდნენ, ის ალიანსს ოფიციალურად ჯერ არ მიუღია.

ბელარუსი რუსეთის უახლოესი მოკავშირეა. ბოლო თვეებში ამან დასავლელი მაღალჩინოსნების შეშფოთება გამოიწვია მას შემდეგ, რაც 25 მაისს რუსეთისა და ბელარუსის თავდაცვის მინისტრებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ტაქტიკური ბირთვული იარაღის ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსების შესახებ. ივნისში ბელარუსმა რუსული ბირთვული შეიარაღების მიღება და განთავსება დაიწყო.

კომენტარები