ევგენი პრიგოჟინი

The Insider: პრიგოჟინს პეტერბურგის სასტუმროში "ჰარამხანა" ჰქონდა მოწყობილი

ევგენი პრიგოჟინი
Michael Metzel / TASS

რუსული ჟურნალისტური საგამოძიებო გამოცემა The Insider-ი წერს, რომ რამდენიმე წლის წინ კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელ რუს ოლიგარქს, ევგენი პრიგოჟინს სანქტ-პეტერბურგში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში "ჰარამხანა" ჰქონდა მოწყობილი. როგორც გამოცემა წერს, ის რეგულარულად იხდიდა ფულს სექსუალური მომსახურების სანაცვლოდ და არჩევდა გოგოებს, ხშირად ქალიშვილებს, რომლებიც "სრულწლოვანების ზღვარზე" იყვნენ და თვლიდა, რომ "სითხეების გაცვლით, ახალგაზრდობას ინარჩუნებდა".

როგორც გამოცემა წერს, მათთან სექს-მუშაკთა "პროფკავშირის" წარმომადგენელმა თქვა, რომ პრიგოჟინი "ერთიანად 18 წელს ოდნავ გადაცილებულ რამდენიმე გოგოს უკვეთავდა" და სექსის დროს არ იყენებდა პრეზერვატივს, რადგან "სჯეროდა, რომ ასე იცვლებოდა ენერგიები, სითხეებით, თითქოს აქედან ძალ-ღონეს იღებდა". ამავე ცნობით, პრიგოჟინს ასოს კანში ჩაკერებული აქვს ბურთულები, რაც ზოგჯერ ე.წ. ზონაზე მყოფი კრიმინალებისთვისაა დამახასიათებელი.

The Insider-ის ცნობით, პრიგოჟინის "ჰარამხანა" მოწყობილი იყო ვასილევსკის კუნძულზე მდებარე სასტუმრო Solo Sokos Hotel Vasilievsky-ში და ეს მოვლენები 2019 წელს უკვე ხდებოდა. 

გამოცემა წერს, რომ მათმა ჟურნალისტებმა შეძლეს ესაუბრათ ერთ-ერთ გოგოსთან, რომელსაც პრიგოჟინთან სექსუალური კავშირი ჰქონდა და ქალიშვილობა 40 ათასი რუბლის სანაცვლოდ "გაყიდა". მისი თქმით, მან სასტუმროში მისვლის შემდეგ გაიგო, თუ ვინ უხდიდა მას ფულს.

წყაროს თქმით, სასტუმრო Solo Sokos Hotel Vasilievsky-ში ოლიგარქს ნაქირავები ჰქონდა რამდენიმე ნომერი და იმ გოგოების რაოდენობა, ვისაც პრიგოჟინი სექსის სანაცვლოდ ფულს უხდიდა, ათეულობით იყო. ამავე ცნობით, ზოგიერთი გოგო სასტუმროს ნომერში დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა. ამას გარდა, გოგომ მედიასთან თქვა, რომ შეხვედრამდე ის უნდა მისულიყო კლინიკა სოგაზში, სადაც მისი ქალიშვილობა უნდა დაედასტურებინათ. გოგოს თქმით, სამედიცინო ცენტრში მისვლის დროს უნდა ეთქვა კოდური სიტყვა – "ქალთა სპორტი".

The Insider-ის მასალები თანხვედრაშია გამოცემა რადიო თავისუფლების 2021 წლის ნოემბერში გამოქვეყნებული გამოძიების ინფორმაციასთან, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ვლადიმირ პუტინის უფროს ქალიშვილთან, მარია ვორონცოვასთან კავშირში მყოფ სამედიცინო ცენტრი სოგაზის ექიმები, გარდა იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ახლო გარემოცვას, მათ შორის მილიარდერი იური კოვალჩუკის ოჯახს, ასევე თავად პრიგოჟინს მკურნალობდნენ, ელიტური ესკორტების სამედიცინო შემოწმებასაც ატარებდნენ. სექს-მუშაკებს რეგულარულად ამოწმებდნენ გინეკოლოგები, იკეთებდნენ სისხლის ანალიზს, რათა შეემოწმებინათ, სჭირდათ თუ არა ვენერიული დაავადებები, ზოგ გოგოს კი უდგენდნენ სამედიცინო დოკუმენტს, რომ ქალიშვილები იყვნენ.

კომენტარები