რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ესპანეთმა უკრაინაში Leopard 2A4-ის ტიპის ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორი გაგზავნა

Leopard 2A4-ის ტიპის ტანკი. ესპანეთი, 2023 წლის მარტი 
ესპანეთის თავდაცვის სამინისტრო 

ესპანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინაში ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარება გაგზავნეს, მათ შორის Leopard 2A4-ის ტიპის ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორი.

ესპანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სანტანდერის პორტიდან უკრაინაში სატვირთო გემი გაემგზავრა. სამხედრო დახმარება კი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სრულად აგვისტოს დასაწყისში გადაეცემა. 

"ესპანეთის მიერ გაგზავნილი ტვირთი შედგება Leopard 2A4-ის ტიპის 4 ტანკისგან, ასევე 6 Leopard 2-ისგან". - აცხადებენ უწყებაში.

გარდა ამისა, ესპანეთმა გაგზავნა TOA M-113-ის ტიპის 10 ჯავშანტექნიკა (მათგან სამი უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურისთვის), ათი სატვირთო მანქანა (ხუთი მესაზღვრეებისთვის, დანარჩენი შეიარაღებული ძალებისთვის), ასევე დამატებით მრავალფუნქციური ჯავშანტექნიკა, რომელიც განკუთვნილია მესაზღვრეებისთვის.

გასულ კვირას ესპანეთმა ასევე გაავრცელა ინფორმაცია უკრაინაში საველე ჰოსპიტლის გაგზავნის შესახებ, რომელიც პოლონეთში კვირას, 23 ივლისს ჩავიდა.

კომენტარები