ოპენჰაიმერი

"მისი თავი უბრალოდ სავსე იყო" - კილიან მერფი OPPENHEIMER-ის გადაღებებისას

კილიან მერფი/Oppenheimer

"არასდროს მინახავს უფრო დიდი თავგანწირვა მთავარი როლის შემსრულებლის მხრიდან" - ასე აღწერს რობერტ დაუნი უმცროსი კილიან მერფის მიერ ჯულიუს რობერტ ოპენჰაიმერის შესრულებულ როლს კრისტოფერ ნოლანის ახალ ფილმში Oppenheimer.

რობერტ დაუნი უმცროსი ფილმში ატომური ენერგიის კომისიის ხელმძღვანელს, ლიუის სტრაუსს თამაშობს. მსახიობი იხსენებს, რომ ერთხელ, როდესაც სამსახიობო გუნდმა სანტა-ფეში წასვლა გადაწყვიტა, მერფი ნიდერლანდური სიტყვების სწავლას გეგმავდა და მათ ამიტომ ვერ შეურთდა.

"3 დღე გვაქვს. შესაძლოა სანტა-ფეში წავიდეთ, რას აპირებ? "30 000 ნიდერლანდური სიტყვა მაქვს სასწავლი. კარგი დრო გაატარეთ" - იხსენებ დიალოგს რობერტ დაუნი უმცროსი.

კრისტოფერ ნოლანი Oppenheimer-ს 57 დღის განმავლობაში იღებდა, ეს მის კარიერაში ყველაზე მოკლე დროში გადაღებული ფილმია. ამ პერიოდში გადამღები გუნდი და მსახიობები ერთი და იმავე სასტუმროში ცხოვრობდნენ. კეტრინ ოპენჰაიმერის შემსრულებელი, ემილი ბლანტი ამბობს, რომ კილიან მერფი არასდროს ესწრებოდა მსახიობების ვახშმებს.

"ცხადია, მას წამოსვლა და ჩვენთან ერთად ვახშამი არ უნდოდა. არ შეეძლო. მისი თავი უბრალოდ ძალიან სავსე იყო". - ამბობს იმავეს გამოცემა People-თან მეთ დეიმონი, რომელიც ფილმში გენერალ ლესლი გროვსს თამაშობს.

20 ივლისს საქართველოს კინოთეატრებში კრისტოფერ ნოლანის ახალი ბიოგრაფიული დრამა ოპენჰაიმერი გამოვიდა. ისტორიული ფილმის მთავარი გმირი ატომური ბომბის მამად წოდებული ამერიკელი მეცნიერი ჯულიუს რობერტ ოპენჰაიმერია.

კომენტარები