არჩევნები 2024

კალაძე: ორი ლუზერის გაერთიანებით, ცხადია, ვერაფერი შეიცვლება

ვფიქრობ, რომ ამით არაფერი შეიცვლება. ზოგადად, ყველაზე დიდი პრობლემა, რაც დღეს ოპოზიციის მხარეს არის, ეს არის ფუნდამენტური პრობლემები. მე არ ვიცი, ახლა ეს ადამიანები ვერ ხედავენ ან არ უნდათ დაინახოთ, თუ რაშია მათი ძირითადი პრობლემები, თუმცა არ მინდა ამ სიღრმეებში შევიდე. ორი ლუზერის გაერთიანებით, ცხადია, ვერაფერი და არაფერი შეიცვლება. ეს მათი გადასაწყვეტია, ვინ ვისთან გაერთიანდება, როგორ გაერთიანდება და რა ფორმულით წარდგებიან არჩევნებზე. 

[...]  ქვეყანაში დღეს ერთადერთი ძალა არის ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო, ვისაც რეალურად აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში შეინარჩუნოს მშვიდობა, სიმშვიდე, მიუხედავად ზეწოლებისა, მოწოდებებისა, ეს იქნება სანქციების მიერთება, თუ მეორე ფრონტის გახსნა. ერთადერთი ძალა, რომელიც მოქმედებს და იცავს ქვეყნის და ხალხის ინტერესებს, ეს არის ქართული ოცნება. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს საფრთხეები იმ რთულ ვითარებაში და გარემოში, რომელშიც გვიწევს ცხოვრება. იგივე მეორე ფრონტთან და სანქციებთან დაკავშირებით. ამიტომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავს არსებულ გამოწვევებს, რეალობას. საქართველოს მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის მშვიდობის და სიმშვიდის ფასი და ყოველთვის მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის.

ასე ეხმაურება თბილისის მერი, კახა კალაძე სტრატეგია აღმაშენებლისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ შექმნილ ალიანსს, "გამარჯვების პლატფორმას". 

კომენტარები