რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის კულტურის მინისტრი ომის დროს დაფინანსებასთან დაკავშირებით უთანხმოების გამო გადადგა

უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრი ალექსანდ ტკაჩენკო ომის დროს კულტურის სახელმწიფო დაფინანსებასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო გადადგა

"დღეს (20 ივლისს) მე პრემიერმინისტრს მოვუტანე გადადგომის შესახებ მოთხოვნა ომის დროს კულტურის მნიშვნელობის შესახებ უთანხმოების გამო. [...] მოგვიანებით გამიკვირდა პრეზიდენტის განცხადება ამავე საკითხთან დაკავშირებით". - თქვა მინისტრმა. 

მანამდე, მიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრემიერმინისტრ დენის შმიგალს შესთავაზა, რომ გაათავისუფლოს უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრის თანამდებობიდან და ამ პოსტზე სხვა დანიშნოს

"პრემიერ მინისტრს ორი ნაბიჯი შევთავაზე. პირველი - არასაბიუჯეტო სახსრების მოძიება იმ პროექტებისთვის, რომლებიც ახლა ნამდვილად საჭიროა. მსოფლიოში არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ დახმარება. მეორე: ვთხოვე პრემიერს, განიხილოს უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრის შეცვლა". - თქვა ზელენსკიმ გამოსვლისას. 

ზელენსკიმ თქვა, რომ აშკარაა, რომ ომის დროს, სახელმწიფოს მაქსიმალური ყურადღება და, შესაბამისად, სახელმწიფო რესურსები უნდა გადავიდეს თავდაცვაზე.

კულტურის მინისტრმა ალექსანდრე ტკაჩენკომ თქვა, რომ მიზანშეწონილი იყო ომის დროს დაახლოებით 13.5 მილიონი აშშ დოლარი სახელმწიფო ფულის დახარჯვა უკრაინელი ხალხის გოლდომორის გენოციდის ეროვნული მუზეუმის მშენებლობის დასასრულებლად.

13 ივლისს უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა ჰოლოდომორის გენოციდის ეროვნული მუზეუმის მშენებლობის დასრულებას, რამაც საზოგადოების პროტესტი გამოიწვია. ბევრმა მოუწოდა ხელისუფლებას ინვესტიცია ჩადონ მხოლოდ სასიცოცხლო სექტორებში - ჯანდაცვასა და განათლებაში, ამასთან დაზიანებული ინფრასტრუქტურის შეკეთებაში.

კომენტარები