რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

აშშ უკრაინისთვის დამატებით $1.3 მილიარდის ოდენობის შეიარაღების გადაცემას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დიდი იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში დიდი შვიდეულის სამიტზე. 2023 წლის 21 მაისი.
Jonathan Ernst/Reuters

აშშ უკრაინისთვის $1.3 მილიარდის ოდენობის შეიარაღების გადაცემას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს.

აღნიშნული პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვისა და დრონების საწინააღმდეგო სისტემებს და საბრძოლო მასალას.  დახმარების გასაწევად აშშ იყენებს უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის პროგრამას (USAI).

ამასთან ერთად, 14 ივლისს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ 2024 ფისკალური წლისთვის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი (NDAA) მიიღო, რომლითაც უკრაინისთვის 300 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარებაა გათვალისწინებული.

გასათვალისწინებელია, რომ 2024 წელს უკრაინის უსაფრთხოების დახმარების გაგრძელებისთვის 300 მილიონი აშშ დოლარი იყო გათვალისწინებული, როგორც წარმომადგენელთა პალატის, ისე სენატის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტში. ეს ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ მოთხოვნილ თანხას უტოლდება, მაგრამ, ამავდროულად, 500 მილიონით ნაკლებია გასულ წელს მიღწეულ შეთანხმებასთან შედარებით.

კომენტარები