საქართველო-უკრაინა

პრემიერი უკრაინაზე: ჯერ საკუთარ თავს, დეოკუპაციას მიხედონ, ჩვენ არავის რჩევა არ გვჭირდება

ყოველდღე ასობით ადამიანი იღუპება - ეს არის უბედურება, კატასტროფა ხდება პირდაპირ. 20-მა მილიონმა უკრაინელმა დატოვა საკუთარი სახლი. 20 მილიონი უკრაინელის მიგრაცია მოხდა ბოლო 1 წელიწადში. ეს არის ტრაგედია, მეგობრებო. ტერიტორიების 20% უკვე დაკარგული აქვთ და ზიანი, რომელიც მიადგა უკრაინას ამ ომის შედეგად, ამბობენ, ტრილიონ დოლარზე მეტია. ეს არის მთავარი. ჩემთვის აბსულუტურად გაუგებარია უკრაინის ხელისუფლებას რატომ რჩება დრო, რომ ჩვენს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე გააკეთონ კონცენტრირება. ეს ხომ ძალიან ხელოვნურია და ეს ხომ კიდევ ერთხელ აძლიერებს თუნდაც კონსპირაციულ თეორიას, რომელიც ძალიან ბევრი მოგვისმენია ჩვენს ქვეყანაში თუ გარეთ. 

რატომ უნდა ჰქონდეს მოტივაცია უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ ჩვენს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე იყვნენ კონცენტრირებულნი, მაშინ, როცა რაც მე ჩამოგითვალეთ - 20 მილიონი უკრაინელის მიერ საკუთარი სახლის დატოვება, ტრილიონი დოლარის ზიანი, 20% ოკუპირებული ტერიტორიები... ჯერ მიხედონ საკუთარ თავს, მიხედონ საკუთარ ქვეყანას, საკუთარი ტერიტორიების დეოკუპაციას, ჩვენ მივხედავთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ჩვენი ხედვა გვაქვს, ჩვენი გეგმა გვაქვს და მივყვებით ამ გეგმას თანმიმდევრულად. ჩვენ არავის არც რჩევა და არც, მით უმეტეს, შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევა არ გვჭირდება. ეს არის ყოვლად მიუღებელი. 

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაზე საუბრისას.

კომენტარები