საქართველოს პარლამენტი

კობახიძე ევროპარლამენტზე: პოლარიზაციის გასაღრმავებლად ზურაბიშვილს გვარამია შეაწყალებინეს

აქედან ჩანს ვისი კარნახით შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია და რა იყო ამ შეწყალების მიზანი, რატომ უკარნახეს პრეზიდენტს, რომ მას უნდა შეეწყალებინა გვარამია. მთავარი მიზანი იყო, რა თქმა უნდა პოლარიზაცია, გვარამიას განცხადებებიც არის ამის დასტური. შეწყალების მთავარი მიზანი იყო პოლარიზაციის გაღვივება, ამას ვერ ახერხებდნენ არსებული პოლიტიკური შემადგენლობით, ოპოზიციის შემადგენლობას ვგულისხმობ და სწორედ იმისთვის, რომ უფრო მეტად გაეღვივებინათ პოლარიზაცია, შეაწყალებინეს სალომე ზურაბიშვილის გვარამია. ეს არის ძალიან ცუდი, ძალიან ცუდი, იმიტომ რომ ჩანს, ვიღაცები არ იშლიან თავისას.  მათ სურთ პოლარიზაცია, ჩვენი მიზანია ქვეყანაში სიმშვიდის შენარჩუნება.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ნიკა გვარამიას ევროპარლამენტში ვიზიტთან დაკავშირებით. 

კომენტარები