Tbilisi Pride

ბოკერია Pride ფესტივალის ჩაშლაზე: ეს ხალხი ივანიშვილის რეჟიმის ნაწილი და მათი ინსტრუმენტია

ეს ამაზრზენი კადრები, რაც კიდევ ერთხელ ვიხილეთ, ივანიშვილის რეჟიმის მმართველობის სახეა - იმ შედეგების, რაც ამან მოგვიტანა. ზოგადად, ჩვენზე ბევრად უფრო წარმატებულ ქვეყნებშიც არსებობენ ძალადობისკენ მიდრეკილი ადამიანები თუ შავრაზმული ჯგუფები, მაგრამ აქ საკვანძო ის არის, რომ ჩვენ შემთხვევაში, ეს ხალხი ივანიშვილის რეჟიმის ნაწილი და მათი ინსტრუმენტია. ალბათ, გახსოვთ, "არგუმენტი" რომ ჰქონდათ, ხალხს ნუ აღიზიანებენ და ქუჩაში ნუ გამოდიანო - ახლა სადღაც ლისის ტბის იქით წავიდნენ, იქ მიადგნენ და ეს სამარცხვინო, ამაზრზენი ამბავი იქ დააორგანიზეს. რატომ? იმიტომ, რომ ივანიშვილს რეჟიმს სჭირდება ამ თემით საზოგადოების ნაწილის შეცდომაში შეყვანა, ან ამის მცდელობა. იმიტომ, რომ ამ თემას ის იყენებს ჩვენი დასავლური, ანუ ქართული თავისუფალი მომავლის წინააღმდეგ. ეს არ არის ერთი ჯგუფის, ამ შემთხვევაში, სექსუალური უმცირესობების, ან იმ ჯგუფის, ვინც ამას აორგანიზებდა, პრობლემა. ეს ყველაფერი მიმართულია მთლიანად ჩვენი ქვეყნის, ყველა მოქალაქის მომავლის, თავისუფლებისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ.

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია Pride ფესტივალის ჩაშლაზე. ქოც-ორკებმა ლისის ტბის ტერიტორიაზე Tbilisi Pride ფესტივალისთვის გამაგრებული სცენა და სასცენო მოწყობილობები დაარბიეს, ინვენტარის ნაწილი კი დაწვეს.

Tbilisi Pride-ის განცხადებით, სამართალდამცველებმა ტერიტორიის დაცვა ვერ შეძლეს და მათი ევაკუაცია გახდა საჭირო.

კომენტარები