2023 წელს გარდაცვლილები

76 წლის ასაკში როკ ბენდ JOURNEY-ს დამფუძნებელი წევრი ჯორჯ ტიკნერი გარდაიცვალა

76 წლის ასაკში ამერიკელი გიტარისტი, კომპოზიტორი და როკ ბენდ Journey-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი ჯორჯ ტიკნერი გარდაიცვალა. სიკვდილის ზუსტი მიზეზი უცნობია, ინფორმაცია სოციალურ ქსელში Journey-ს წევრმა, ნილ შონმა გაავრცელა. 

"იმედი მაქვს ყველას მშვიდობიანი 4 ივლისი გქონდათ. ამ კომპოზიციას კი ჯორჯს ვუძღვნი. მშვიდობით მეგობარო". – წერს შონი.

70-იანების დასაწყისში ტიკნერი როს ველორისთან ერთად ფსიქოდელიურ ბენდ Frumious Bandersnatch-ის წევრი იყო. 1973 წელს ტიკნერმა, შონმა, ველორიმ, პრერი პრინსმა და გრეგ როლიმ Journey დააფუძნეს. ტიკნერი თანაავტორი იყო ბენდის ჰიტებისა Of a Lifetime, Topaz, Mystery Mountain, You're on Your Own. 1975 წელს ტიკნერმა ბენდი დატოვა და ხმის ჩამწერი კომპანია The Hive დააფუძნა. 

2005 წელს ტიკნერი ჰოლივუდის დიდების ხეივანში Journey-ისთვის ვარსკვლავის გახსნას ბენდის ძველ და ახალ წევრებთან ერთად დაესწრო.

 

კომენტარები