რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლუკაშენკო: შემოდგომისთვის შესაძლოა ომთან დაკავშირებით მოლაპარაკების დაწყება

Maxim Guchek/BELTA/AFP/Getty Images

"მთავარია, ეს კონფლიქტი დასრულდეს". – ბელარუსის ავტოკრატმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ მედიასთან რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის შესახებ ისაუბრა. ლუკაშენკოს თქმით, შესაძლებელია შემოდგომისთვის მხარეებს შორის კონფლიქტის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების გამართვა.

"შემოდგომისთვის სიტუაცია უნდა შეიცვალოს და ჩვენ შესაძლოა დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან. შეიძლება არა სექტემბერში და ოდნავ მოგვიანებით. არ მინდა, რაიმე ინფორმაცია გავცე, მაგრამ ამის შესახებ უკვე საუბრობენ ევროპელები - საფრანგეთი და გერმანია. მატერიალური თვალსაზრისით, ამ ომით ყველაზე მეტს ევროპელები კარგავენ. სარგებელს კი ფაქტიურად მხოლოდ ერთი ქვეყანა იღებს". – ამბობს ლუკაშენკო.

ლუკაშენკოს მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მზად იქნება, ნებისმიერი საკითხის განსახილველად.

"რუსები არ იქნებიან წინააღმდეგი. მე ვიცი პუტინის პოზიცია. ის მზად იქნება, განიხილოს ნებისმიერი საკითხი, ოღონდ, მოდით წინაპირობების გარეშე დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან". – თქვა ლუკაშენკომ.

კომენტარები