დავით არახამია

არახამია კობახიძეს: შენნაირი კოლაბორანტების დამსახურებით დავკარგე ჩემს სამშობლოში სახლი

პასუხი კობახიძეს-შენნაირი კოლაბორანტების დამსახურებით დავკარგე სახლი ჩემს სამშობლოში. მოვა დრო და ქვეყანა გაიგებს, რომ საქართველოს პოლიტიკური ინტერესების პლატფორმად იყენებ და სინამდვილეში რუსეთია შენი სამშობლო, სადაც გაქცევა მოგიწევს, რადგან სხვაგან არსად მიგიღებენ.

შენნაირებისგან გათავისუფლებით იზეიმებს საქართველოც და უკრაინაც მტერზე გამარჯვებას, რასაც როგორც ხედავ, წარმატებით ვახერხებთ.

წერს უკრაინის მმართველი პარტიის, ხალხის მსახურის თავმჯდომარე, დავით არახამია პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის კომენტარის საპასუხოდ. 

კობახიძემ ხუთ ივლისს ჟურნალისტებთან საუბრისას დავით არახამიას უსამშობლო უწოდა. "არც უკრაინა არის მისი სამშობლო, არც საქართველო, არც რუსეთი"- თქვა კობახიძემ. 

კომენტარები