საქართველოს პარლამენტი

კობახიძე: ქრესტომათიული მოვლენაა – რამდენჯერაც ენმ სტრასბურგში წავიდა, წაგებული დარჩა

რაც შეეხება ენმ-სა და სტრასბურგის სასამართლოს დაპირისპირებას, ეს არის ქრესტომათიული მოვლენა. ყოველ ჯერზე, რამდენჯერაც ენმ ამა თუ იმ ფორმით სტრასბურგის სასამართლოში წავიდა, ყველგან წაგებული დარჩა. რამდენჯერაც უჩივლეს ან თვითონვე შეიტანა სარჩელი, ყოველ ჯერზე დარჩა წაგებული დარჩა. აქედან გამომდინარე არ მიკვირს გვარამიას ასეთი განცხადება სტრასბურგის სასამართლოსთან დაკავშირებით.

რაც შეეხება იმას, რომ ჯანმრთელობაზე არ უნდა ყოფილიყო გადატანილი ყურადღება, ამაში გვარამიას ვეთანხმები. ეს 600-დღიანი ფეიკი საბოლოო ჯამში საპნის ბუშტივით გასკდა. როგორც კი სტრასბურგის სასამართლომ ამ თემაზე მიიღო გადაწყვეტილება, მაშინვე მოუწია სააკაშვილს იმის თქმა, რომ აღარ კვდება. მან უარი თქვა საკუთარ ყოველდღიურ სიკვდილზე და პირიქით, განაცხადა, რომ პოლიტიკაში მოდის. გვარამიას მაპოლარიზებელი ქმედებები ისევ გაღრმავდება, ამაში ეჭვი არავის ეპარება და ბოლოს ისევ იმით დაასრულებს, რითაც დაიწყო, ბილწსიტყვაობა და ა.შ.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას. 

4 ივლისს მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დაწერა, რომ არ უნდა გაბუნდოვანებულიყო მთავარი ხაზი - პოლიტპატიმრობა და არაჰუმანური მოპყრობა და არ უნდა მომხდარიყო სრულად გადართვა ჯანმრთელობის მიმდინარე მდგომარეობაზე. 

კომენტარები