რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინამ რუსეთში კურსკისა და ბელგოროდის ოლქებზე მიიტანა იერიში - რუსი გუბერნატორები

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი
Sputnik/Mikhail Klimentyev/Kremlin

კურსკისა და ბელგოროდის გუბერნატორების ცნობით, 5 ივლისის დილას უკრაინულმა ძალებმა რუსულ ოლქებზე მიიტანეს იერიში, რის შედეგადაც სულ მცირე ერთი ადამიანი დაიჭრა.

"თავდასხმა ქალაქ ვალუიკზე ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა". - დაწერა საკუთარ Telegram-ზე ბელგოროდის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა.

გლადკოვის თქმითვე, რუსულმა თავდაცვამ სამი საჰაერო ობიექტი ჩამოაგდო, მათ შორის ერთი დრონი. მისივე ცნობით, უკრაინელებმა Grad-ის სისტემიდანაც გაისროლეს 12 რაკეტა. თავდასხმის შედეგად სულ მცირე 8 კერძო სახლი დაზიანდა.

უკრაინული თავდასხმის შედეგად სკოლისა და კერძო სახლის დაზიანების შესახებ იტყობინება კურსკის ოლქის გუბერნატორი, რომან სტაროვოიტიც.

უკრაინულ მხარეს თავდასხმა არ დაუდასტურებია. რუსეთში, უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში თავდასხმები და აფეთქებები ბოლო თვეების განმავლობაში თითქმის ყოველდღე ხდება, რაშიც რუსები უკრაინელებს ან პროუკრაინულ ძალებს ადანაშაულებენ.

კომენტარები