რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპირებულ მაკეევკაში მძლავრი აფეთქებები მოხდა

კადრი აფეთქების ვიდეოდან

უკრაინის ოკუპირებულ დასახლება მაკეევკაში, რომელიც დონეცკის ოლქში მდებარეობს, მძლავრი აფეთქებები მოხდა.

სხვადასხვა ტელეგრამ-არხებზე გავრცელებული ცნობების მიხედვით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ოკუპანტების იარაღის საწყობზე, თუმცა ეს ინფორმაცია დადასტურებული არაა.

გასულ კვირებში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ოკუპირებულ რეგიონებში იერიშები ბრიტანეთის მიერ გადაცემული Storm Shadow-ს ტიპის რაკეტებით მიჰქონდათ.

კომენტარები