უკრაინელი პოლიტიკოსი ვარ, ქართულად არ ვილაპარაკებ, ობერქოცმა ხაჭაპურიძემ უნდა დამიცვას და მოწამვლით რუსებმა მომწამლეს, თორე ქოცები როგორ იზამდნენ მაგასო, როცა ამბობდა სააკაშვილი, არსებობდნენ ადამიანები, რომლებსაც ეს სტრატეგია სამარცხვინოდ არასწორი მიაჩნდა და ნაცები ჯვარს აცვამდნენ, როგორ ბედავთ და მკრეხელობთო.
დღეს გვარამიამ იგივე დაწერა და ზუსტად ის ხალხი ულაიქებს და "აბა რააა, ეგრეა!!!" უკომენტარებს, ვინც მანამდე ინკვიზიციის კოცონს ანთებდა.
სასწაული ხალხია ნაცები. პოლიტიკური გადაშენების წინაშე როცა აღმოჩნდებიან, რამდენიმე ეგზემპლარი გავყინოთ, მომავლის პოლიტოლოგები უიშვიათესი მასალის გამო მადლობას გვეტყვიან.