უკრაინის სანქციები

ზელენსკის ივანიშვილი-კობახიძისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნით მივმართე – გონჩარენკო

Eurosolidarity.org

უკრაინის რადას დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბიძინა ივანიშვილისთვისა და ირაკლი კობახიძისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნით მიმართა.

"სხვათა შორის, მე პრეზიდენტს და ეროვნული უშიშროების საბჭოს მივმართე, რათა დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს - ქართველ პრორუს ოლიგარქს და "ქართული ოცნების" დამფუძნებელს. ასევე სანქციები უნდა დაწესდეს ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ, რომელიც ამ პარტიას ხელმძღვანელია და რომელიც მუდმივად იმეორებს რუსულ ნარატივებს. 

საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან დასაახლოებლად ყველაფერს აკეთებს და ეს ხდება მაშინ, როცა ქართველები უკრაინის მხარეს იბრძვიან. ზუსტად ამიტომ აუცილებელია ამ ადამიანების წინააღმდეგ სანქციების დაწესება". - წერს გონჩარენკო სოციალურ ქსელში.

დღეს, 1-ელ ივლისს უკრაინამ  ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ს 10 წლიანი სანქციები დაუწესა. განკარგულებას ხელი ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა. 

შეზღუდვები ითვალისწინებს აქტივების გაყინვას, სავაჭრო ოპერაციების შეწყვეტას, უკრაინის ტერიტორიაზე ფრენების და ტრანზიტის შეწყვეტას, ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შესრულების შეჩერებას, ლიცენზიებისა და სხვა ნებართვების გაუქმებას.

უკრაინამ პერსონალურად დაასანქცირა ავაიაკომპანიის დამფუძნებელი, თამაზ გაიაშვილიც.

ახალი სანქციების პაკეტი შეეხო 190-ზე მეტ ფიზიკურ და 290 იურიდიულ პირს, მათ შორის რუსული ქარხნებსა და კომპანიებს.

კომენტარები