უკრაინის სანქციები

უკრაინაში რამდენიმე ქართული ღვინის კომპანიისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვენ

squarespace.com

კორპორაცია უკრვინპრომში გაერთიანებული უკრაინელი მეღვინეები მოითხოვენ, რომ უკრაინამ სანქციები დაუწესოს ღვინისა და ბრენდის მწარმოებელ იმ ქართულ და სომხურ კომპანიებს, რომელთა პროდუქციაც რუსეთსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე იყიდება.

შესაბამისი მოთხოვნით უკრვინპრომმა უშიშროების და თავდაცვის ეროვნულ საბჭოს მიმართა. კორპორაცია სანქციების დაწესებას ასკანელი ძმებისადამარის, ქართული ღვინის სახლის, კახეთის ტრადიციული მეღვინეობის, ტიფლისის ღვინის მარნისა და სარაჯიშვილის წინააღმდეგ ითხოვს.

მოთხოვნაში აღნიშნულია, რომ ზემოხსენებული ქართული ღვინის ქარხნის მეწილეთა ნაწილი ქართული ოცნების მხარდამჭერები და შემწირველები არიან, მათ შორის, ზურაბ ჩხაიძე, ვახტანგ კარიჭაშვილი, ზაალ დუგლაძე, ზაზა კიკაბიძე და ნანა მენაბდიშვილი.

როგორც უკრვინპრომის გენერალურდმა დირექტორმა, ვოლოდიმირ კუჩერენკო Економічна правда-ს უთხრა, თუ უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი სანქციების დაწესებას გადაწყვეტს, საბაჟო პროდუქციას უკრაინაში არ შეუშვებს, თუმცა, საუბარი არ არის ქართული და სომხური წარმოების ღვინისა და ბრენდის სრულ აკრძალვაზე.

კომენტარები