ანა დოლიძე

ანა დოლიძე წერს, რომ ღარიბაშვილი იდეებს ჰპარავს

ანა დოლიძე
ანა დოლიძე

მოძრაობა ხალხისთვის ლიდერი, ანა დოლიძე საქართველოს პარლამენტში პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას გამოეხმაურა. დოლიძემ ღარიბაშვილი იდეების მოპარვასა და პლაგიატში დაადანაშაულა.

"ვუსმინე პრემიერის გამოსვლას. პლაგიატი ანუ იდეების მოპარვა, რომ ჩვეულებრივი ამბავია პოლიტიკაში ეგ გასაგებია, მაგრამ აქ შთაბეჭდილება დამრჩა რომ ჩვენი ლაივები დაუკონსპექტებიათ. იპოთეკის სუბსიდიაო, წამლების ფასებიო, დემოგრაფიის ხელშეწყობაო სოც-ეკონომიკური ზომებითო, ასრულებდნენ მაინც რამეს, ხმას არ ამოვიღებდი საერთოდ". - წერს ანა დოლიძე Facebook-ზე.

კომენტარები