მე არ მოვერიდები და საერთოდ არ მიმაჩნია უხერხულობად ამ თემაზე საუბარი. პირიქით, ვფიქრობ, დებატები უნდა გავხსნათ ამ თემაზე, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვაყალიბოთ პოზიცია - რა არის მისაღები და რა არის მიუღებელი.
ჩემთვის მიუღებელია ბაღებსა და სკოლებში პროპაგანდა. ბაღებში და სკოლებში მიმდინარეობს [LGBT] პროპაგანდა. არ შეიძლება, ეს არის მიუღებელი. ამორალური იყო ეს კამპანია, რომელიც აწარმოა მაკდონალდსმა და თქვა, რომ ეს გლობალური კამპანიის ნაწილი იყო. რა მნიშნელობა აქვს ვერ გავიგე?! ჩვენს ქვეყანაში ეს უნდა იყოს ტაბუდადებული . ამაზე შეიძლება გაიხსნას დებატები პარლამენტში, მათ შორის შეიძლება საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდეს აღნიშნული საკითხი.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



