ევროპელი სოციალისტები

ინჯია: იცემა ჯაფარიძე, ბერძენიშვილი – საცემი ბევრია, მიზეზი ცილისწამებაზე კანონის არქონაა

ბოლო პერიოდში იცემა მიშველაძე, ბერძენიშვილი, ჯაფარიძე, ქუთელია და ამ სიას პარლამენტის წევრები შეიძლება შეემატონ, ბევრია კიდევ საცემი. მიზეზი რა არის, ბატონო პრემიერმინისტრო? მე ვფიქრობ, ეს არის ცილისწამებისა და შეურაცხყოფის შესახებ კანონის არმიღება. თუ იქნება ასეთი კანონი, რომელიც შეურაცხყოფას აკრძალავს და ცილისწამებას, გინდათ, უწმინდესის მიმართ, შეიძლება, ეს სია შემცირდეს და საერთოდ არ იქნეს.  

ეს მოთხოვნა იყო და ეს ეხება კიდევ შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონს, აკრძალვა კი არ არის, აქ არის შეზღუდვა იმ ტერიტორიების და ლოკაციების, სადაც ამის შესახებ პროპაგანდა არ უნდა იყოს. მაგალითად, იქ, სადაც თქვენ პატარა ბავშვი პირველ კლასში მიგყავთ, იქ არ იყოს სურათი, რომელიც არის, არ მინდა ახლა, უხერხულობას იწვევს მოსახლეობის 98%-ში.  

ეს კანონები მზად გვაქვს ჩვენს პოლიტიკურ ჯგუფს. ეს მოთხოვნები იყო, ათი ათასობით კაცი 30 აპრილს რომ შეიკრიბა. თუ ოცნება და თქვენი გუნდი მხარს არ დაუჭერს ამას, აზრი არ აქვს, რომ შევიტანოთ, ჩვენ მხოლოდ 4 ვართ. იქნება მხარდაჭერა? ეს, გარკვეულწილად, პოლარიზაციასაც უშველის რაღაცნაირად. სადამდე უნდა იცემონ ესენი და რამდენია კიდევ საცემი? ამას თქვენ უწყობთ ხელს, იმიტომ, რომ არ არის კანონი და ხართ არც იქით, არც აქეთ, თამაშობთ...

მიმართავს ევროპელი სოციალისტების ლიდერი, ფრიდონ ინჯია პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში. 

კომენტარები