ევროპელი სოციალისტები

ინჯია: მოვამზადებ კანონპროექტს, რომელიც "ლგბტ პროპაგანდას" შეზღუდავს

ევროპელი სოციალისტების ლიდერის, ფრიდონ ინჯიას თქმით, ის მოამზადებს კანონპროექტს, რომელიც, მისივე განცხადებით, საქართველოში "ლგბტ პროპაგანდას" შეზღუდავს.

"მე გადავწყვიტე, მოვამზადო კანონპროექტები, რომელიც იმ მოთხოვნას შეასრულებს, რაც საზოგადოებას ჰქონდა [...] მოვამზადებ კანონპროექტს, რომელიც ლგბტ პროპაგანდას შეზღუდავს. ლგბტ პროპაგანდა საქართველოსა და ქართულ ოჯახს ანგრევს [...] დროშებით რომ გამოდიხარ და ეს კარგიაო, ეს ქართველი კაცისთვის მიუღებელია". - განაცხადა ინჯიამ საქართველოს პარლამენტში.

30 აპრილს თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე "უცნობის" მიერ ორგანიზებულ სახელისუფლებო აქციაზე რამდენიმე მოთხოვნა წამოაყენეს. ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ ის არის, რომ "ლგბტ პროპაგანდა" კანონით აიკრძალოს.

ძალადობრივი, პუტინისტური ალტ-ინფოს ლიდერი, კოკა მორგოშია აცხადებს, რომ ქართული ოცნება პარტნიორი პარტიების მეშვეობით ყველა იმ კანონს მიიღებს, რომლებსაც ისინი წლებია ითხოვენ, მათ შორის, "კანონს გეი-პროპაგანდის წინააღმდეგ".

კომენტარები