ევროპელი სოციალისტები

ინჯია: ხომ არ დადგა დრო, МИР-ის სისტემას შევუერთდეთ?

თუ ჩვენ დროზე არ მივიღეთ ზომები, შეიძლება ხორბლის გარეშე დავრჩეთ, საწვავის გარეშე დავრჩეთ. აქედან გამომდინარე, ხომ არ დადგა დრო, როგორც ეს გააკეთა თურქეთმა და სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის, ჩინეთმა, МИР-ის სისტემას შევუერთდეთ? და ამით ის გადარიცხვები, რუსული მანეთი რომ იქნება და 34 მილიონ დოლარს რიცხავდნენ ქართველები საქართველოში, რაღაცნაირად დაკომპენსირდეს. 

ჩვენ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში ვაძლევთ ხმას რუსეთის წინააღმდეგ, კი ბატონო, მაგრამ ეს არის ბიზნესი და ეს არის ფული, რომლითაც შეიძლება, ჩვენი მოსახლეობა ფეხზე დადგეს. ის გადარიცხვები, რაც მოდის იქიდან, შევინარჩუნოთ და ხორბალი, რომელიც 2 თვის მარაგიაო, გავიგე, ოქროს ფასი არ დაგვიჯდეს. ნავთობის 40% რუსეთიდან მოდის, გადავიდეთ და დავიწყოთ ამ მხრივ მოლაპარაკება, რომ ფეხზე დავდგეთ და რაღაცა მოგება მივიღოთ.

თქვა ევროპელი სოციალისტების დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ. МИР-ი რუსეთის ეროვნული საგადასახადო სისტემაა, სადაც ტრანზაქციები რუსული რუბლის მეშვეობით ხდება. МИР-ით საკრედიტო და სადებეტო ბარათები გაიცემა. საქართველო ამჟამად არ არის იმ ქვეყნების სიაში, რომლებშიც ეს სისტემა ოფიციალურად გამოიყენება. 

კომენტარები